X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ევროკომისიის ონლაინ სამუშაო შეხვედრა „რეგიონული პოლიტიკა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“

14 ოქტომბერი 2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ  მზია გიორგობიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის რეგიონების დირექტორატის (DG REGIO) მიერ ორგანიზებულ ონლაინ სამუშაო შეხვედრაში „რეგიონული პოლიტიკა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურის, უკრაინისა და მოლდოვას სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრა ევროკომისიის ყოველწლიური კონფერენციის - „ევროპული ქალაქებისა და რეგიონების კვირეული“ ერთ-ერთი ნაწილია. 

საქართველოს მხარე კონფერენციაში 2017 წლიდან მონაწილეობს, როგორც დამსწრის, ასევე მომხსენებლის სტატუსით.

შეხვედრის ფარგლებში მზია გიორგობიანმა წარმოადგინა პრეზენტაცია და მიმოიხილა საქართველოში რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე პროცესები, ასევე ევროპული „გონივრული სპეციალიზაციისა“ (Smart Specialisation) და ევროკავშირის ტერიტორიული ერთეულების სტატისტიკური ნომენკლატურის (NUTS) პრინციპების სამომავლო დანერგვის საკითხები.